მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთში ციკლონის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთს ძლიერი ციკლონი დაატყდა თავს

ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაკარგულად ითვლება საბერძნეთში ძლიერი ციკლონით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ციკლონი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და საბერძნეთის დასავლეთს დაატყდა თავს. წყალდიდობამ გზები, სახლები და ხიდები დააზიანა. ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ძლიერმა ქარმა საბერძნეთის პორტებში მდგომი იახტები და ნავები ამოაყირავა.