მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა პანდემია არ განმეორდეს“ - ჯანმოს დირექტორი

გებრეიესუსი პრესკონფერენციაზე

ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს.

მისი თქმით, ყველა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევას აღარ ჰქონდეს ადგილი.

„თუ იქნება პოლიტიკური ნება და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების მზაობა, საერთაშორისო საზოგადოება მომავალი პანდემიის თავიდან აცილებასა და მასთან ბრძოლას შეძლებს“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.