უცხოეთი

საქართველო ბრიტანელთათვის უსაფრთხო დასვენების ადგილად განიხილება - express.co.uk

უცხოური გამოცემა ინტელინიუსი საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
10:37 03.06
დაკოპირებულია

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ბრიტანეთი უსაფრთხო დასვენების მიზნით „საჰაერო ხიდის“ იდეის ფარგლებში განიხილავს. ამის შესახებ საუბარია express.co.uk-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი, დევიდ მედოქსი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრები წნეხის ქვეშ მოექცნენ უცხოეთის მთავრობების მხრიდან, რომლებიც კარანტინის წესების გადასინჯვას მოითხოვენ, რათა ბრიტანელებმა მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უცხოეთში დასვენება შეძლონ.

„ესპანეთმა და საფრანგეთმა უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების ხილვა სურთ დამსვენებელთა რანგში მომავალ წელს, ხოლო ბორის ჯონსონი „საჰაერო ხიდის“ იდეას იხილავს უსაფრთხო ქვეყნებში ბრიტანელთა დასვენების მიზნით. ამგვარ ქვეყანათა რიცხვში ახლახან საქართველოც მოხვდა, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მინიმალური მაჩვენებლები გააჩნია და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას მოახერხებს” - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი წერს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან იქნება მზად.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომლის ქვეყანა ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას იმედოვნებს, აცხადებს, რომ „საჰაერო ხიდები“ უნდა გაიდოს უსაფრთხო ქვეყნებთან, სადაც ინფიცირების უმნიშვნელო მაჩვენებელი ფიქსირდება. მის ქვეყანაში 12 ადამიანი დაიღუპა ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 700-ს ასცდა, ამჟამად კი ვირუსისგან თავისუფალია. ბატონი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1 ივლისიდან იქნება მზად“ - ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს 2019 წელს 9.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რითაც ის ყველაზე სწრაფად მზარდი დანიშნულება გახადა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ადგილობრივი და საერთაშორისო დამსვენებლებისთვის ქვეყანაში უსაფრთხო პირობების შექმნა ვირუსთან ბრძოლის კონტექსტში მთავრობის წარმატებული ძალისხმევის უახლეს ეტაპზე მოიაზრება. ბატონი გახარია ასევე აცხადებს, რომ „საქართველო საერთაშორისოდ არის აღიარებული ახალი კორონავირუსის პანდემიისადმი ჩვენი ქმედითი რეაგირების გამო. მსოფლიომ შეიძლება საქართველოს შესაძლებლობების ირწმუნოს, რადგან საერთაშორისო მოგზაურთათვის და სტრესის გარეშე დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე დახვდებათ ჩვენთან. მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას, რათა ზრუნვის უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნდეს და იმავდროულად ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილები და არსებობის პირობები იქნეს დაცული“- ციტირებს გამოცემა გიორგი გახარიას განცხადებას.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს „სიხარულით მივიღებთ კვლავ ბრიტანელ ტურისტებს, რათა საქართველოსა და შავი ზღვის სილამაზე იხილონ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში დაისვენონ“. ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა დარგის ამუშავების სამ-ეტაპიანი გეგმა. მთავარი აქცენტი კეთდება საერთაშორისოდ აღიარებული ჯანდაცვის რეგულაციების დაკმაყოფილების გზით უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, რაც სავალდებულოდ აღსასრულებელი იქნება დარგში მომუშავე ყველა სუბიექტისთვის (დაბინავების ობიექტები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, გიდები და ტურისტული ტრანსპორტი). საერთაშორისო მითითებები დაინერგება ყველა აეროპორტსა და სახმელეთო საზღვარზე, რათა მაქსიმალური უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი ყველა საერთაშორისო მოგზაურისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ამ პროცესის შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან „უსაფრთხო კორიდორების“ შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გასაფორმებლად და დადებითი შედეგების უზრუნველსაყოფად. პროცესში ჩართულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ბაზარზე დაბრუნების სურვილი გამოხატა”- ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტ...
09:12
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 61 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლ...
08:48
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან...
23:38 09.07
რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
23:10 09.07
შტორმი ზღვაზე მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 8 ადამიანი გ...
დღეს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გ...
თამარ მახარობლიძე: საქართველოს დამაზიანე...
„საქართველოს დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში ვერ მოვხდება, რადგან ამისთვ...
პროკურორი: ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა 2...
გალ ჰარიშისთვის ბრალის წარდგენა 2008 წელს კეზერაშვილის მიერ გაფლანგულ 5 060 000...
ქუთაისის ციხესთან ადვოკატებმა აქცია გამა...
ქუთაისელი ადვოკატები #2 პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით გამ...