მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საშინელი ავარია ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრან-პრიზე, პილოტი სასწაულებრივად გადარჩა (ვიდეო)

ავარია ფორმულა 1 -ის გრან-პრიზე

ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრან-პრიზე, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა, საშინელი ავარია მოხდა. სტარტის შემდეგ რამდენიმე წამში Haas-ის გუნდის პილოტის, რომან გროჟანის ბოლიდი  ჯერ Alpha Tauri-ის ბოლიდს შეეჯახა, ხოლო შემდეგ ლითონის ჯებირი გაანგრია და ტრასიდან გადავარდა. შეჯახების შედეგად ბოლიდი ორ ნაწილად გადატყდა და მას ცეცხლი მოეკიდა. ამის შესახებ cnbc.com იუწყება. 

გროჟანმა ცეცხლმოკიდებული ბოლიდიდან გადმოხტომა მოახერხა. მან მცირე დამწვრობები მიიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ავტომრბოლელი სასწაულებრივად გადარჩა.

„ფორმულა-1“ მომხდარის დეტალურ გამოძიებას აპირებს. ავარიის შემდეგ ავტორბოლა შეჩერდა და ის მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა.