მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საუდის არაბეთი ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავების მიერ მისი საჰერო სივრცის გამოყენებას დათანხმდა

ისრაელის თვითმფრინავები საუდის არაბეთზე იფრენენ

საუდის არაბეთმა ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. ამ შეთანხმების გაფორმება აშშ-ის შუამავლობით მოხერხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეთანხმების შემდეგ ისრაელის და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის რეისების შესასრულებლად თვითმფრინავებს საუდის არაბეთის თავზე გადაფრენის შესაძლებლობა მიეცათ.

შეთანხმება რეგულარული რეისების აღდგენის შესახებ ისრაელსა და არაბეთის საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ფარგლებში იყო მიღწეული. საამიროების გარდა ისრაელმა მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობები ბაჰრეინთან და ომანთან აღადგინა.

საწყის ეტაპზე რეისები დუბაისა და თელ-ავივს შორის შესრულდება.