ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ძველ ოფისთან დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა. პოლიციის ინფორმაციით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მალევე დააკავეს. ისინი ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო იყო.
ცნობისთვის, „შარლი ებდო“ ფრანგული სატირული ჟურნალია, რომელშიც გამოქვეყნებული პუბლიკაციები ხშირად უარყოფით რეაქციას იწვევს. წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურების გამოქვეყნების გამო ჟურნალის რედაქციას 2015 წელს თავს დაესხნენ ტერორისტები, რომლებმაც 12 ადამიანი მოკლეს.