მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეერთებულ შტატებში „TikTok“ და „WeChat“ დაიბლოკება

ტიკ ტოკი აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბლოკა

შეერთებული შტატების კომერციული დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 სექტემბრიდან აშშ-ის ტერიტორიაზე პოპულარული ვიდეოაპლიკაცია „tik tok"-ის და „WeChat"-ის გადმოწერა დაიბლოკება. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „tik tok“, რომელიც ჩინურ კომპანია „ByteDance"-ის შვილობილია, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკულ კომპაპნია „Microsoft"-თან და „Oracle"-თან ერთობლივი კომპანიის შექმნასთან დაკავშირებით. მოგვიანებით „Microsoft" ამ მოლაპარაკებიდან გავიდა, ხოლო „Oracle"-ს და „tik tok"-ს შეთანხმება ამ დრომდე არ გაუფორმებიათ.

შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ „tik tok“ პირადი მონაცემების დაცვის საკითხს არ უზრუნველყოფს. შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ეს აპლიკაციები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.