მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შრი-ლანკას ციხეში პატიმრებმა „კორონავირუსის აჯანყება“ მოაწყვეს

აჯანყება შრი-ლანკას ციხეში

შრი-ლანკას ერთ-ერთი ციხის პატიმრებმა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ კოლომბოს შემოგარენში მდებარეობს, აჯანყება მოაწყვეს.  პატიმრები  ტესტირებას და ციხის ადმინისტრაციის მიერ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

არეულობის დროს პატიმრებმა ციხეზე კონტროლის დამყარება სცადეს, ასეულობით პატიმარი კი გაქცევას შეეცადა. ციხის დაცვამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგად 8 პატიმარი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ.

თავის მხრივ, პატიმრების ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრები თავად მოითხოვდნენ კორონავირუსზე ტესტირების ჩატარებას და ინფიცირებული პატიმრების იზოლირებას, მაგრამ ციხის ადმინისტრაციამ ამ მხრივ არანაირი ზომები არ მიიღო.

AP-ის ცნობით, „კორონავირუსის აჯანყებები“ შრი-ლანკას სხვა ციხეებშიც მოხდა. თუმცა, ბოლო ბუნტი ყველაზე მასშტაბური იყო.