მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში ნაღმის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა

ტერაქტი სირიაში

ორი ბავშვი დაიღუპა და ორი დაიჭრა სირიის რაქას პროვინციაში ნაღმის აფეთქების შედეგად. ამის თაობაზე სააგენტო „სანაზე“ დაყრდნობით გამოცემა vestikavkaza იუწყება. 

ტერაქტი დასახლება აბუ-სირასთან მოხდა. აფეთქების მომენტში იმ ადგილას რამდენიმე ბავშვი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად კონფლიქტი ოპოზიციურ ძალებსა და სირიის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობდა. მოგვიანებით კონფლიქტში თურქეთი და რუსეთი ჩაერია. ასევე სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებიც“ მოქმედებენ.