მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

„თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხსნიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამაზე“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხური მხარის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„აზერბაიჯანმა თავისი სახელმწიფო საზღვარი დაიცვა", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის ერთი სანტიმეტრიც კი ვერ გადმოკვეთეს. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.