მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გამწვავების გამო კუხო-ში საგანგებო შეხვედრა დაინიშნა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების გამო კუხო-ში საგანგებო სხდომა დაინიშნა.

კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების გამწვავების გამო მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მანამდე, კონფლიქტის გამწვავების გამო, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე კუხო–ს მიმართა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხიდან სამხედრო პროვოკაციები უმკაცრეს დაგმობას საჭიროებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა 12 ივლისს დაიწყო. სროლის შედეგად დაიღუპა 3 აზერბაიჯანელი მესაზღვრე და 4 დაშავდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთი საკუთარ დაღუპულ სამხედროთა რაოდენობას და ვინაობას მალავს.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ორ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1988 წელს დაიწყო. დღემდე ამ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 40 000 ადამიანია დაღუპული.