მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფიო ქაცარავა: საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს თანამედროვე მსოფლიოს შესახებ საერთო პრინციპები და ფასეულობები აერთიანებს - The Telegraph

საქართველოს ელჩი ბრიტანეთში ქართული ოცნების ოფისში

„გლობალური ბრიტანეთი იმედს აძლევს რუსეთის ჩრდილში მყოფ ქვეყნებს“ - ამ სათაურით The Telegraph გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას წერილს აქვეყნებს.

„საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს თანამედროვე მსოფლიოს შესახებ საერთო პრინციპები და ფასეულობები აერთიანებს. მათ ესმით ძლიერი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობა, რაც დემოკრატიის, ინდივიდების თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ურყევ დაცვას გულისხმობს, თუ მათ ოდესმე რაიმე დაემუქრება“, - წერს სოფიო ქაცარავა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გააზრებული ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ნაკისრი ვალდებულება.

ჩვენ მოვახერხეთ გაერთიანებული სამეფოდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა მეგობარი სახელმწიფოებიდან საუკეთესო პრაქტიკის ჩვენეული ვერსიების დაგვენერგა. ბრიტანეთის უნიკალური ნაზავია ძლიერი და ანგარიშვალდებული საპარლამენტო დემოკრატია, რაც, ასევე, გულისხმობს სამართლიან საგადასახადო სისტემას და თავისუფალ ვაჭრობას. ეს გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს გარდაქმნაზე პასუხისმგებელი ბევრი პოლიტიკური ლიდერისთვის იქცა შთაგონების წყაროდ“, - ამბობს ელჩი.