მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სპეცოპერაცია თურქეთში, ლიკვიდირებულია ორი ტერორისტი (ვიდეო)

სპეცოპერაცია თურქეთში

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ჰათაის პროვინციაში სპეცოპერაციის შედეგად ორი ტერორისტია ლიკვიდირებული. ოპერაციის დროს პოლიციას და ბოროტმოქმედებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. ინფორმაციას jpost.com ავრცელებს.

ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, რომელზეც ისმის სროლა და შემდეგ ჩანს აფეთქება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი ააფეთქა.

სროლის და აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა და ავტომობილი დაზიანდა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრები იყვნენ.