მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სვეტლანა ტიხანოვსკაია აქტივისტების მიმართ ძალადობის შეწყვეტას ითხოვს

ძალადობა აქტივისტებზე

ბელარუსის მთავარი ოპოზიციური ფიგურა, სვეტლანა ტიხანოვსკაია აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობის შეწყვეტას ითხოვს. ამასთან ამბობს, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ბელარუსელები აღარასოდეს მოისურვებენ წინა ხელისუფლებას“,- ამბობს ტიხანოვსკაია.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოქალაქეები მე-6 დღეა აპროტესტებენ. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაკავებულია ათასობით ადამიანი.

ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების დაწესებით, ბელარუსმა პირობა დადო, რომ ყველა დაკავებულს გაათავისუფლებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მოვიდა, ბელარუსის ცესკო-მ გამარჯვებულად სცნო. თუმცა, ტიხანოვსკაიას მომხრეები ამტკიცებენ, რომ მან გაიმარჯვა.