მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

The Lancet: კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა

კორონავირუსის 1 წელი

ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის, The Lancet-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში. ე.წ. „ნულოვანი პაციენტი“, 2019 წლის 1-ელ დეკემბერს დაფიქსირდა. ეს 70 წლის კაცია, რომელიც ალცჰეიმერის სინდრომით იყო დაავადებული.  ქალაქ უჰანში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პირველი შემთხვევები გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. 

ზოგიერთი გამოცემა და ბლოგერი კორონავირუსის „იუბილედ“ 17 ნოემბერს ასახელებენ. South China Morning Post-ის ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს ინფექცია 55 წლის კაცს აღმოუჩინეს, რომელიც ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში ცხოვრობდა.

პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში კორონავირუსის 63 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. 1 474 984 ადამიანი გარდაიცვალა.