ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.
„ჩვენ გვაქვს ასეთი მოწვევა და ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“ - განაცხადა ტიხანოსკაიამ ტელეკომპანია „ბელსატის“ ეთერში. ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მასში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს მართავს. არჩევნები აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმაც არ აღიარა.
სვეტლანა ტიხანოვსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.