მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: იშვიათად იმსახურებს ვინმე სიკვდილით დასჯას მეტად, ვიდრე, ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი

ტრამპი ჯოხარ ცარნაევზე

„იშვიათად იმსახურებს ვინმე სიკვდილით დასჯას უფრო მეტად, ვიდრე, ბოსტონში მომხდარ აფეთქებაში ბრალდებული, ჯოხარ ცარნაევი", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, აბსურდულია, რომ ამ პროცესს ასე დიდი დრო სჭირდება.

„სასამართლომ დაადასტურა, რომ 9/11-ის შემდეგ ეს ყველაზე უარესი შიდატერორისტული თავდასხმა იყო, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სასიკვდილო განაჩენი. ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა და დაზიანდა. ფედერალურმა მთავრობამ უნდა დააბრუნოს სასიკვდილო განაჩენი საქმეში. აბსურდულია, რომ ამ პროცესს ასე დიდი დრო სჭირდება".- წერს ტრამპი.

trampi-tviterze_o_h.jpeg

ცნობისთვის, 2013 წლის ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2015 სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა ორი დღის წინ, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გააუქმა.