მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: მსოფლიოს ჩინეთიდან დიდი ჭირი დაატყდა თავს

ტრამპი ბრიფინგზე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთთან ვერანაირი სავაჭრო ხელშეკრულება, ამერიკის გარდაცვლილი მოქალაქეების სიცოცხლეს ვერ ჩაანაცვლებს.

"ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენ ახლახან გავაფორმეთ დიდი სავაჭრო ხელშეკრულება, მელანი ახალი გამშრალი იყო, როცა მსოფლიოს ჩინეთიდან დიდი ჭირი დაატყდა თავს. სავაჭრო ხელშეკრულებები ვერ ჩაანაცვლებს მოქალაქეებს - დაიკარგა უამრავი უდანაშაულო სიცოცხლე!",- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ამ დროს არ აპირებდა ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის დებულებები გადაეხედა.