მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპის განცხადებით, აშშ-ს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა არჩევნებამდე ჰქონდეს

ტრამპი ჯოხარ ცარნაევზე

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 3 ნოემბრის არჩევნებამდე ჰქონდეს.

უცხოური მედია წერს, რომ ტრამპს უფრო პოზიტიური პროგნოზი აქვს, ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტებს.

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, როდის იქნება მზად ვაქცინა, ტრამპმა უპასუხა: „ბევრად ადრე, ვიდრე წლის ბოლოს“.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში იქნება მზად.

აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 18,234 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 335 პაციენტი. ჯამში, კოვიდინფიცირების 4,991,802 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2,542,849 გამოჯანმრთელებულია, 161,936 გარდაცვლილი.