მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა კორონავირუსის დამარცხების ვადა დაასახელა

აშშ-ს პრეზიდენტი 2020

"ამერიკა კორონავირუსს პირველ ივნისამდე დაამარცხებს",- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამომა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა ამისკენ მიისწრაფვის და თუ გაუმართლებთ, პანდემიას უფრო მალეც დაძლევენ.

"ჩვენ ახლა მივისწრაფვით იმისკენ, რომ კორონავირუსს პირველ ივნისამდე მოვუგოთ. ეს იქნება გამარჯვების დასაწყისი, თუმცა ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს, თუ გაგვიმართლებს",- აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ამ დროისთვის ამერიკა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ინფიცირებულია 142 637 და გარდაცვლილია 2485 ადამიანი.