მომაკვდინებელი ციკლონი „აისაიასი“, რომელსაც აშშ-ში 5 ადამიანი ემსხვერპლა, უკვე კანადაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი სამხრეთ კვებეკში.
სტიქია კარიბის ზღვის კუნძულებს ორშაბათს დაატყდა თავს.
თავდაპირველად, „აისაიასი“ კარიბის ზღვის კუნძულებზე გამოჩნდა და ტროპიკულ შტორმად შეფასდა, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსკენ გადასვლისას, მას პირველი კატეგორიის ქარიშხალი უწოდეს, თუმცა აშშ-ის სანაპიროსთან მიახლოებისას ქარიშხალი შესუსტდა და ის კვლავ ტროპიკულ შტორმად გადაკვალიფიცირდა.