მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთსა და საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას 26 ადამიანი ემსხვეპლა (ვიდეო)

მიწისძვრა თურქეთში და საბერძნეთში

თურქეთსა და საბერძნეთში 30 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას 26 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 24 ადამიანი თურქეთში დაიღუპა, ხოლო ორი მოზარდი საბერძნეთის კუნძულ სამოსზე, კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თურქეთში, ძირითადად, ქალაქი იზმირი დაზიანდა. იქ 20-მდე შენობა დაინგრა. მიწისქვეშა ბიძგები სტამბულშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა. ეპიცენტრში მაგნიტუდამ 7 ბალი შეადგინა. სპეციალისტებმა მიწისძვრის შემდეგ 196 ე.წ. აფტერშოკი, ანუ უფრო მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს.

თურქეთში საერთო ჯამში 804 ადამიანი დაშავდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ. მიწისძვრამ თურქეთშიც და საბერძნეთშიც ცუნამი გამოიწვია. წყალმა სარდაფები და პირველ სართულებზე არსებული ინფრასტრუქტურა დატბორა.