მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ მალატიაში დაფიქსირდა.

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მაგნიტუდით 5,2 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ ცენტრზე (EMSC) დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 12:37 საათზე, თურქეთის პროვინცია მალათიაში დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. მიწისძვრამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

turketshi-mitsisdzvra-mokhda_o_h.jpeg