მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უჰანში 300 უსიმპტომო კოვიდინფიცირებული გამოვლინდა

მასობრივი ტესტირება ჩინეთში

14 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით, ჩინეთის ქალაქ უჰანში, მასობრივი ტესტირების შედეგად, 300 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რომლებიც დაავადების უსიმპტომო მატარებლები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ხელისუფლება ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსზე ტესტი 9 899 828 ადამიანს ჩაუტარდა. ექიმებმა ასევე გამოიკვლიეს უსიმპტომო პაციენტებთან კონტაქტში მყოფი 1 174 პირი. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ისინი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ, იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

"უჰანმა წარმატებით დაასრულა მასობრივი ტესტირების ამოცანა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 900 მლნ იუანი (დაახლოებით $126,6 მლნ) იყო”, - განაცხადა ქალაქის ვიცე-მერმა ჰუ იაბომ.

კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება ქალაქის მთავრობამ დაააფინანსა.

უჰანში კორონავირუსზე მასობრივი კვლევის განახლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 10 მაისს ქალაქში ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.