მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში აზარტული თამაშების ბიზნესის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ვერხოვნაია რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, აზარტული თამაშების ბიზნესის ლეგალიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში $400 მლნ-ზე მეტს მოუტანს, ხოლო მშპ-ს 1%-ით გაზრდის.

ახალი კანონის თანახმად, სათამაშო დაწესებულებების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სასტუმროებში, ხოლო სათამაშო ტექნიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

ცნობისთვის, უკრაინაში აზარტული თამაშების ბიზნესის ლეგალიზაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის მაისში, რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.

სათამაშო ბიზნესი უკრაინაში 2009 წლიდან იყოს აკრძალული, თუმცა, კაზინოების უმრავლესობა მუშაობას არალეგალურად აგრძელებდა. სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციის იდეა, მანამდე, 2019 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის დროს გაახმოვანა.