მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირების შემთხვევები 80 ათასს აღემატება

უკრაინის ქალაქი

უკრაინაში ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 1199 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინაში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 80 ათასს აჭარბებს. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდვირუსს 18 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1897-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, პანდემიიდან დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელებულია 43 972 ადამიანი.

ცნობისთვის, კოვიდინფექციის აფეთქება ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. მსოფლიოში 19 მლნ ადამიანია ინფიცირებული.