მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასს აღემატება

უკრაინის დროშა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენიბამ 200 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსს 69 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4065-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კოვიდინფექცია 90 250 პაციენტმა დაამარცხა.

ინფორმაციისთვის, კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. მიმდინარე წლის 20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მსოფლიოში 180-ზე მეტი ქვეყანა მუშაობს.