მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 23 ათასს აჭარბებს

უკრაინის დროშა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 204-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას Unian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 17 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 696-მდე გაიზარდა. უკრაინაში ინფექციისგან სულ 9311 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.