მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უცნაური დაავადება ბავშვებში – ჯანმო კვლევებს იწყებს

კორონავირუსი და ბავშვები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბავშვებში ახალი უცნობი ანთებითი დაავადება დააფიქსირა, რომელიც შესაძლოა კორონავირუსთან იყოს კავშირში. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ იტალიაში, აშშ-ში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში დაავადების უკვე ასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კავასაკის დაავადების ნიშნებით არიან გადაყვანილი, რაც გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე, გულსა და სხვა ორგანოებზე. მათ ასევე აღენიშნებათ ტოქსიკური შოკის სინდრომი სისხლჩაქცევებითა და სიცხით.

ამასთან, ზოგიერთ დაავადებულ ბავშვში კორონავირუსის ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარეობს ახალი დაავადების შესწავლა და მისი მკურნალობის სტრატეგიის ჩამოყალიბება.