მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO მსოფლიოს მიმართავს: შესაძლებლობების ფანჯარა ვიწროვდება

გებრეიესუსი პრესკონფერენციაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნებისადმი მორიგი მიმართვით გამოდის.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებაც კარანტინი გამოაცხადეს და მკაცრი შეზღუდვებს დააწესეს COVID-19-ის გამო, დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.

გებრეიესუსი ამბობს, რომ ქვეყნებს ერთი ან ორი თვის წინ უფრო მეტად უნდა ემოქმედათ ვირუსის წინააღმდეგ.

"ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება. ჩვენ გავუშვით პირველი შანსი, თუმცა დღეს გაფრთხილებთ, რომ აღარ უნდა გავუშვათ ხელიდან მეორე შესაძლებლობა", - განაცხადა გებრეიესუსმა.

კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და COVID-19-გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათას გასცდა, გარდაცვლილია 18 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება ევროპას, იტალიაში ვირუსის გავრცელების ტეპმპი კვლავ უკონტროლოა, ასევე მძიმე ვითარებაა ესპანეთში.