მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ ლუკაშენკოს PMC „ვაგნერის“ მებრძოლების გადაცემა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსელ კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს მინსკის მახლობლად დაკავებული PMC „ვაგნერის“ მებრძოლების გადაცემა სთხოვა. ამის შესახებ ზელენსკიმ და ლუკაშენკომ ტელეფონით ისაუბრეს, ნათქვამია ზელენსკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ვიმედოვნებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული საქმიანობისთვის დაკავებული ყველა პირის გადმოცემა მოხდება, სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარე საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელეკნსკიმ.

თავის მხრივ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოები „რუსეთთან და უკრაინასთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში“ ითანამშრომლებენ.

მანამდე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბელარუსისგან 28 დაკავებულის გადაცემა მოითხოვა, რათა მათ პასუხი აგონ „დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტში არალეგალური მონაწილეობისთვის“. ამავდროულად, უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულთაგან 9 პირი მისი მოქალაქეა.

ივლისის ბოლოს, ბელარუსის ხელისუფლებამ რუსეთის 33 მოქალაის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებსაც PMC „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები უწოდეს. მათ ბრალი საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში არეულობების მომზადებაში ედებათ. რუსეთის ელჩმა ბელარუსში, დიმიტრი მეზენცევმა განაცხადა, რომ დაკავებულები კერძო უსაფრთხოების კომპანიის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც მინსკის გავლით სხვა ქვეყანაში მიდიოდნენ.