მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკიმ სამხედრო დაზვერვის უფროსი გაათავისუფლა

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ვასილ ბურბა თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

აღნიშნულ პოსტზე ბურბას კირილ ბუდანოვი შეცვლის, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ოფიცერია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება „რეფორმირებისა და მუშაობის გააქტიურების მიზნით“ ახსნა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად „თანამედროვე მიდგომებსა და შეხედულებებს“ ანიჭებს პრიორიტეტს.

ვასილ ბურბა უკრაინის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2016 წელს, ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით დაინიშნა.