პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე: მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ პარტნიორობა NDI და IRI-სთან

"მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI", - აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ელიოტ ენგელის განცხადებაშია აღნიშნული.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი: შეშფოთებული ვართ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას

"შეშფოთებული ვართ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას",- ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროსაბჭომ რუსეთს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.

დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო

„ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

"დემოკრატიული მოძრაობა" : ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ყოფნის დროს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ბოდიში არ  მოუხდია. 

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნებს გაისადვე, იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას

„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუცია შენი ინტერპრეტირებით მოკლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების  კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.

ოპოზიცია რეგიონებში აქციას 10 დღის განმავლობაში გამართავს 

რეგიონებში ოპოზიციის აქცია გაგრძელდება და ის 10 დღის განმავლობაში გაიმართება. 

გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

„აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში „ბორდერიზაციის“, ბლოკადების და ისეთი ინციდენტები გამო როგორიც, ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაა. ეს სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ეუთოს პრინციპებს“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 26-ე სხდომაზე.

სლოვენიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვენიის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით კიევი) ტომაჟ მენცინმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

მაია ცქიტიშვილი: არ მგონია, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უპრიანი იყოს

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანას პარტიული დემოკრატიის ბევრად უკეთ განვითარებაში დაეხმარებოდა.

ხათუნა თოთლაძისა და საქართველოში მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 6 დეკემბერს საქართველოში მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხოსე ლუის მარტინეს ჰერნანდესმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

ადამ კიზინგერი: მოხარულები ვიქნებით, ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან

„გამოვიყენებ ამერიკულ გამოთქმას და ვიტყვი, საქართველო ბევრად უსწრებს წონით კატეგორიის კლასს. მოხარულები ვიქნებით, ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან“,- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროლსავ ლაიჩაკთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

იტალიაში შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ნეაპოლის უნივერსიტეტში "L'Orientale" შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ.

საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა 

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილესთან, ფილიპ ნიმერმანთან.