პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უმრავლესობაში რჩებიან როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის და გერმანულის მცოდნეები 

დეპუტატი რატი იონათამიშვილი ირმწუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩებიან, როგორც ინგლისურის, ასევე ფრანგულის, გერმანულის და სხვა ენების მცოდნე კანონმდებლები.

 

 
თეა წულუკიანი: ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შერეული საარჩევნო სისტემის მომხრეა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ, მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან

"როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა", - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.

 
ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

პრემიერი ეროვნულ ბანკს ავალებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 
კარლ ჰარცელი მიმდინარე მოვლენებზე: მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება

"მნიშვნელოვანია, ნდობის თავიდან მოპოვება და დიალოგის დაწყება, რომელშიც ორივე მხარე უნდა ჩაერთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლარიზაციას ვხედავ",- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

საქართველოს ელჩმა ლატვიაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან სანდის გირგენსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

 
პრემიერი: შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი, შესაძლოა, განახევრდეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს დაავალა, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების 200 000 ლარიანმა ზღვარმა 100 000 ლარამდე დაიწიოს.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.

პრემიერის აპარატს პრეს-სპიკერი ეყოლება

პრემიერის აპარატს პრეს-სპიკერი ეყოლება. პრეს-სპიკერის პოზიციას შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვლის გასათავისუფლებლად მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ირაკლი ლატარია: იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები“, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი ლატარია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტართა ჯგუფის ინიციატივაზე: თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ

„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები

„2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელი შევუშალეთ ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას სუსტი მთავრობის ფონზე“,  -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა 

„მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას გულისხმობს, ყველაზე დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.

ნუგზარ რუხაძე: მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?

„მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?“- ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჟორიტარული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა.

ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე: აუცილებელია, ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან საუბარი გამართა.

მიხეილ ყაველაშვილი: დადგა ქვეყანაში იმის დრო, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება-არგადაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დადგა იმის დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.