პოლიტიკა

ვოლსკი: უპირატესობა, რაც "ქართულ ოცნებას" გააჩნია არ არის განპირობებული იმით, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს 

"უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს“,-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

რევაზ არველაძე უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე: არასწორად მოიქცნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე თანაგუნდელების მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"წადი" ამ შეძახილებით  "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. 

აშშ-ის საელჩო საქართველოში თანამშრომლებს 17 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხვალ, 17 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თავის თანამშრომლებს აფრთხილებს. 

კონსტანტინიდი: ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმირ კონსტანტინიდი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ  ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

გახარია: შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა

"უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა, ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ქართული ოცნების" ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ირაკლი კოვზანაძე: არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მიღებას საფრთხე ემუქრება

არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მიღებას საფრთხე შეექმნება - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკური გუნდისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს

„მე ერთი რამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის ან 2024 წლის არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, ყველა ის მთავარი ფუნქცია, რაც სახელმწიფოს აქვს, სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს. 

ზაალ უდუმაშვილი: ძალიან კარგად მივიღეთ ოცი ივნისის შემდგომ რაც ჩვენ გვინდოდა

„ძალიან კარგად ვერკვეოდით და ძალიან კარგად მივიღეთ ოცი ივნისის შემდგომ რაც ჩვენ გვინდოდა და რაც ჭირდებოდა ამ ქვეყანას“,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2-თან“ განაცხადა.

გიორგი გახარია: დანაპირებს შევასრულებთ და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან გვექნება 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიზაციის თვალსაზირსით და ის ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას. 

პრემიერი: რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, ბიუჯეტი არის ის, რაც ეხება ყველას და ყველაფერს

"ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარლამენტთან მეორე დღეა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძემ მიხეილ სააკაშვილს ერთ ფეისბუქ პოსტში 8 ტყუილი დაუთვალა

„ტყუილია თითქოსდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია 500 მილიონის ღირებულების ფინანსური თაღლითობა. რეალურად ეს 85 მლნ-დან 100 მლნ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების ფაქტია“,- ამის შესახებ ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ველური ბუნების სააგენტო ბუნების მდგრადი მართვის კუთხით უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის მიწვევით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე: კონსტიტუციური საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არ არსებობს

"უმრავლესობა არ დაიშლება, მოვიკრებთ ძალას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.