პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: კონსტიტუციური საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არ არსებობს

"უმრავლესობა არ დაიშლება, მოვიკრებთ ძალას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე: 2024 წლამდე ქვეყანაში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა

"არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა რომელიმე ცალკეული საარჩევნო მოდელი. თავის დამარცხებას ნურავინ დააბრალებს საარჩევნო სისტემას",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან შეხვედრები გამართა. 

დიმიტრი ხუნდაძე: დავამტკიცებ, რომ ეს არ იყო დადგმული სპექტაკლი

პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ  მისცა ხმა, აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება დაგეგმილი არ იყო. 

თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი მიზანი არ არის დესტაბილიზაციის გამოწვევა

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის და მისი კოლეგებისთვის მთავარი ქვეყნის ინეტერესებია და დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობას არ აპირებენ.

ევროკავშირის ელჩმა "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. 

ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მასთან ერთად უმრავლესობიდან ფრაქციის წევრები გიგა ბუკია და ნინო გოგუაძეც წავიდნენ. 

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში დღეს საარჩევნო სისტემის ახალ კანონპროექტს წარადგენს

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტს დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს წარუდგენს.

ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ დღეს გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, დღეს გახდება ცნობილი. 

ადამ კიზინგერი: ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას სოციალური ქსელით ეხმაურება. 

დევიდ კრამერი: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგეგბლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

 

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი კვირიკაშილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას შეეხება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან

"ნაციონალური მოძრაობა" "მელკი" ტყუილებით არის გამორჩეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კობახიძე უზენაესის კანდიდატებზე: არ ვფიქრობ, რომ ოცივე კანდიდატი იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი

დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი.

ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ვითარების გამძაფრებას ცდილობენ.

საქართველოს დელეგაცია პარიზში "UNESCO"-ს გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მიმდინარე "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს.