პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებს სტაბილურად აფასებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ალექსი პუშკოვი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა დაზარალდნენ და რუსეთ-საქართველოს შორის ადამიანური ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.

2019 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვერა საქართველოში იგეგემება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობას მიუნხენის კონფერენციასთან, საქართველოში - თავდაცვისა და უსაფრთხოების და "ევროპული გზის" კონფერენციების თანაორგანიზების თვალსაზრისით.

კარლ ბილდტი: ვაჭრობისა და ტურიზმის მხრივ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესებულილია

შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 54-ე კონფერენციაზე, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს გაუმჯობესებული უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ურთიერთობა განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბიკის საგარეო საქმეთა მინისრტთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან. 

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, გერმანიის მიმართ საქართველოს მხრიდან გაწეული თანამშრომლობა, ვიზალიბერალიზაციის შეჩენარუნების საფუძველია.

მინისტრი: საქართველო იზიარებს იმ წუხილს, რომელიც პარტნიორებს აქვთ ვიზალიბერალიზაციაზე

საქართველო ხედავს ტენდენციებს და იზიარებს იმ წუხილს, რომელიც პარტნიორებს აქვთ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მედიას მიუნხენში განუცხადა.

ჩეხეთმა კვლავ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან მარტინ სტროპნიცკისთან. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კანცლერის მრჩეველთან ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იან ჰეკერთან.

ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მიხეილ ჯანელიძე ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინე ერიქსენ სორეიდესთან. 

"გაჩნდა განცდა, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებმა არამიზნობრივად გამოიყენეს"

გაჩნდა განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი საქართველოს მოქალაქეებმა არამიზნობრივად გამოიყენეს, – ამის შესახებ მიუნხენში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა.

აშშ მიესალმა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში საქართველოს გაწევრიანებას

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიეილ ჯანელიძე აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს დანიელ ბრულეტს შეხვდა.

გერმანიის შს მინისტრი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცის შენარჩუნება საქართველოზეა დამოკიდებული

გერმანიის შს მინისტრ თომას დე მეზიერმა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობასა და კრიმინალის გაზრდას შემაშფოთებელი უწოდა.

მიხეილ ჯანელიძე ჩინეთის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიუნხენის კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრთან ფუ იანგთან. 

პრემიერი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება".

იტალია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

საქართველო რეგიონში იტალიის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იტალია აფასებს საქართველოს პროგრესსა და მიღწევებს. 

ლიხტენშტეინი ელექტრონული სერვისების სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა

ლიხტენშტეინი დაინტერესებულია გაეცნოს ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას. 

 

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-ს წევრი გახდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ყოველწლიურ კონგრესში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში განაცხადა.

საქართველო-აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო-აშშ გააგრძელებენ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას ქვეყნის განვითარებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის.