პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - საერთო უსაფრხოებისთვის მზად ვართ საჭირო დროს საჭირო ზომები მივიღოთ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება რუსეთის საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა და ამ კონტექსტში საქართველოზეც ისაუბრა.

ედგარს რინკევიჩსმა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

"რუსეთს უბრალოდ არ სურს დატოვოს დონბასი"

"რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დასატოვებლად პოლიტიკური ნება არ გააჩნია" - აღნიშნულის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაერო-ს ოფისის ევროპული ოპერაციების ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა პროექტის სერვისების გაერო-ს ოფისის ევროპული ოპერაციების ხელმძღვანელთან, არმენ ჩობანიანთან.

ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციებს: არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, რომ გადავიფიქროთ

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე აქამდე არგუმენტები ჯერ კიდევ ვერ მოვისმინე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია

"რასაც წინა წლებში მხარს უჭერდით, დღეს ეწინააღმდეგებით, შესაძლოა მაშინ გაწყობდათ პოლიტიკურად და ახლა არ გაწყობთ, თუმცა ასე არ შეიძლება კანონზე მსჯელობა", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "კავკასიის" დირექტორს.

მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა

გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ქვეყნების ლიდერებისათვის ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მიერ პრეზიდენტის სასახლეში გამართულოფიციალური დახვედრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

ვანო ზარდიაშვილი: ხელისუფლების ახალი ინიციატივა მართლაც უპრეცედენდო და უდიდესი მაშტაბისაა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ახალი ინიციატივა მართლაც უპრეცედენდო და უდიდესი მაშტაბისაა.

საქართველოს ელჩი მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ მდივანს შეხვდა

მალაიზიაში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ მდივანთან, დათუკ სრი საიდ ჰუსეინ ალ ჰაბშესთან.

მერიის სტრუქტურული ცვლილებებით სახელფასო ფონდი არ გაიზრდება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომ მერიის სტრუქტურული ცვლილებებით სახელფასო ფონდი არ გაიზრდება.

მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

16-18 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მიუნხენს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ლიტვაში იმყოფება

ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიდერლანდების სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე  ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა.

 

ბექა ოდიშარია პრემიერის მიერ გაჟღერებული რეფორმების ახალ ტალღას შთამბეჭდავს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაჟღერებული რეფორმების ახალ ტალღას შთამბეჭდავს უწოდებს.

რატი იონათამიშვილი: ეს კონკრეტული ნაბიჯი მოგვიტანს რეალურ და აუცილებელ სარგებელს

მივესალმები და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობის ახალ საგადასახადო ინიციატივას. ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი.

ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებებში აისახება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ პოზიტიურად მიიღო ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად იქნა გათვალისწინებული.  

დავით მათიკაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ დანაპირებს ასრულებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ დანაპირებს ასრულებს. პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივა უპრეცედენტოა მასშტაბითა და შინაარსით. 

სოფო კილაძე: ახალი ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის სოციალურ გარემოს გააუმჯობესებს

"პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალური და ეკონომიკური უფლებების სტანდარტს ჩვენს საზოგადოებაში".

პრემიერი: ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ - ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.