პოლიტიკა

გია ვოლსკი: არ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ ასეც რომ იყოს, ქვეყანას დავაზიანებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას დააზიანებს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

ქუთაისში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

გადაგვაგდე? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "მხეიძე სირცხვილია"- ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და პროპროციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გახარიას გადადგომას ითხოვს

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციიის შედეგად ერთიან მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.

"პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ამიტომ ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყებ საპროტესტო აქციებზე, პირველი აქცია ჩატარდება კვირას",-ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. 

ვახუშტი მენაბდე: რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე იმ ორ შემთხვევას ასახელებს, რა დროსაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა შესაძლებელი.

 

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებაზე განცხადებას ავრცელებს

"გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

დავით ზალკალიანი სან-ტომე და პრინსიპის საგარეო სამქეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო, თანამშრომლობის და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრთან დოქტორ ელზა მარია ნეტო დ'ალვა ტეიქსეირა დე ბარუშ პინტოსთან შეხვედრა გამართა.

ბიძინა ივანიშვილი: რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით, დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა - თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება“, - ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

არასამთავრობოები: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს

„მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა“,-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მარიამ ჯაში საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

მარიამ ჯაში საპარლამენტო უმრავლესობას და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დაჩი ბერაია: როგორც აღმოჩნდა არ ვყოფილვართ არც მონები, არც თითის დამჭერები

"როგორც აღმოჩნდა არ ვყოფილვართ არც მონები, არც თითის დამჭერები",- ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა.

 
ბიძინა ივანიშვილი: როდესაც უკვე პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დეპუტატებს უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ჩანს, მათი დიდი ნაწილის მოთმინების ფიალაც აივსო

„როდესაც დეპუტატებს უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აივსო“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

მდინარაძე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებზე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებმა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბიძინა ივანიშვილი: ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირეს ამ იდეას

„ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირეს ამ იდეას“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან საზოგადოებამ დაინახა, რომ მცდელობა, ახალ საფეხურზე აგვეყვანა პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

ბიძინა ივანიშვილი: "ნაცმოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

"ნაცმოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი: გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ

„გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას. 

 

 

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.