პოლიტიკა

კახა კალაძე: უმრავლესობა არ დაიშლება

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება.

პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრებს ხვდება. დღესვე, შესაძლოა, ბიუროს სხდომაც გაიმართოს.

"ევროპული საქართველო" საპროტესტო აქციებს უერთდება

პარტია "ევროპული საქართველო" პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას მთელი შემადგენლობით უერთდება.

გიორგი კახიანი უმრავლესობის შესაძლო დატოვებაზე: გამორიცხული არაფერია

"ემოციურ ფონზე არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა, თუმცა გამორიცხული არაფერია",- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი დასმულ კითხვას, გამორიცხავს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას.

 
თამარ ჩუგოშვილი: იმედია, ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები არ დასჭირდება

თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, იმედს გამოთქვამს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

საქართველოს პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

დავით ბაქრაძე: დღევანდელმა კენჭისყრამ აბსოლუტურად სხვა და მძიმე პოლიტიკური რეალობა შექმნა

„ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო ორგანიზებული სცენარი და ამ სცენარზე პასუხისმგებელი არის პირადად ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი: როგორც მოსალონდელი იყო ივანიშვილმა ყველა გააცუცურაკა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ყველა გადააგდო, გააცუცურაკა და ეს მოსალოდენლიც იყო".

დიმიტრი ხუნდაძე: კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმა ჩაეშალა

"პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით განუცხადა.

თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ.

მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა

მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე.

ევროპის საბჭოზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა

ევროკავშირის განცხადებაში ევროკავშირის გენერალურმა მდივანმა, ისაუბრა მე-20 კონსოლიდირებულ ანგარიშზე და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას.

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეპუტატების სია

საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა: დიმიტრი ხუნდაძე, ელზელ მკოიანი, კახაბერ ოქრიაშვილი.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილა

აღნიშნული ანგარიში მოიცავს 2019 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს და აღწერს საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე მოსმენა შედგა

13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე მოსმენა შედგა, "დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა".

ირმა ინაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა დატოვოს, მოვალთ ჩვენ და მივხედავთ ქვეყანას

„ამ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ“,-ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას.

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხმების მაქსიმალური მობილიზაცია ყოფილიყო

პარლამეტის თავმჯოდმარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობისა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცებისთვის საკმარისი ხმების მობილიზაცია ვერ მოხდა.

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილმა სილა გააწნა მთელ საზოგადოებას

პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდება უპასუხოდ არ დარჩება.

პარლამენტში ხმაურია - დეპუტატები საარჩევნო სისტემის შეცვლაზე პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩავარდნას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.