პოლიტიკა

პარლამენტში ხმაურია - დეპუტატები საარჩევნო სისტემის შეცვლაზე პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩავარდნას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უმრავლესობის პროექტი ჩააგდო

101 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება

28 ნოემბერს, სავარაუდოდ, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "პირველს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი: უმრავლესობის გახლეჩვა სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პარლამენტის სესიაზე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირეულ ცვლილებებზე თავისუფალი კენჭისყრა იყოს.

თამარ ხულორდავა: ბიძინა ივანიშვილმა მკვეთრად მოგვიწოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმას მხარი დავუჭიროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას თქმით, უმრავლესობის სხდომაზე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა მკვეთრი მოწოდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირონ.

ირმა ინაშვილი: "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს პოლიტიკურ მელაკუდობას

"როგორც ხდება, რომ წარადგინეს ინიციატივა და მერე შიგნით არის დისკუსია უნდათ თუ არა ეს,- ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებს.

დიმიტრი ხუნდაძე: გაიმარჯვა დემოკრატიამ, თავისუფალი კენჭისყრა იქნება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

განათლების მინისტრი: კულტურის სამინისტრო ცალკე უწყება უნდა იყოს

"ჩემი პოზიციაა, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე",- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

ახალი მრჩეველი მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

პრემიერი: პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება იყო

"პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას",- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს.

პრემიერი მიხეილ ჩხენკელს: პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ

"პროფესიული განათლება დღეს არის  ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რათა  შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც  შრომის ბაზარზე გვაქვს",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანა გრძელვადიან ქაოსში არ შევიყვანოთ

"ვერავინ დამარწმუნებს და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის პარლამენტში საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

"დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი" - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენა გაიმართა

13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე: "დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა".

 
საგარეო უწყება ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალყურს უკანასკნელ დღეებში ღაზას სექტორში და სამხრეთ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს დღეს კენჭს უყრიან

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა დღეისთვის დაიგეგმა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს უმრავლესობის მორიგი სხდომა გაიმართება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ  ოფისში უმრავლესობის სხდომა დღეისთვის კვლავ ჩაინიშნა. 

სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

2019 წლის 14-15 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო.

ირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი და საფუძველი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში

„მთავარი მიზეზი და საფუძველი რატომაც ვუჭერ მხარს პროპორციულ სისტემას არის ის ცხრაწლიანი გამოცდილება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში“, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მარიამ ჯაში: კომიტეტი კულტურის ბიუჯეტის, სულ მცირე, 15 მლნ ლარით ზრდას ითხოვს

„ინვესტიცია კულტურაში არის არა მხოლოდ საზოგადოებრივი თვალსაზრისით გამართლებული, არამედ, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვისაც - კულტურა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია".