კახა კალაძე: ლადო კახაძე დიდი უპირატესობით იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე იმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს.

მოგეხსენებათ 8 საათზე, დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა.

ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს.  

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდი თითოეულ აგიტატორს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს.

შუალედურ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და  საზოგადოებასთან ერთად  სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს, არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავისა და თეთრის გარჩევა, ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში.

და ჩვენ ვპირდებით, ჩვენს თბილისელებს, ვპირდებით მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება.

ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ რა თქმა უნდა და დავამტკიცებთ იმ განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეებისა და მომდევნო წლების განმავლობაში",- განაცხადა კახა კალაძემ.


ჯივიპიმ ზესტაფონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

ყვარლის სატყეო სააგენტოს უფროსი და სპეციალისტი დააკავეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს. 

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფიას (სკა) ასახელებს.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება

განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურსა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.

გამყრელიძე კორონავირუსზე: ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლოებას მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა არ აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურა არ აქვს. 

ლევან დავითაშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაღალი დონის კონფერენცია გახსნა

გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დაემსთან ერთად გახსნა.

ზუგდიდში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ დარჩელში მოხდა.

 

პოლიციამ ქუთაისში "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე, განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა.

ომბუდსმენი: მმართველი ძალა და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე თუ ვერ შეთანხმდებიან, ეს ყველასთვის ცუდი იქნება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" და გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გააგრძელებს და შეთანხმებას მიაღწევს.

საქართველოში დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბანკში კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

"საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია".

პარლამენტის თავმჯდომარემ ისრაელის ლიდერთა ცენტრის სტუდენტებს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად ისრაელის ლიდერთა ცენტრის სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ისრაელის "ახალგაზრდა ელჩების" პროგრამაში მონაწილეობენ.

ნათია თურნავა: აზერბაიჯანთან შავ ზღვაზე განსახორციელებელ ახალ პროექტებზე ვსაუბრობთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

ალექსანდერ მარშიკი: ავსტრიას საქართველოს განვითარების განსაკუთრებული ინტერესი აქვს

ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალექსანდერ მარშიკი თბილისში მიმდინარე რეგიონალურ ამბასადორილას ეხმიანება.