ირაკლი ლატარია: თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას 100 000 დოლარი მისცა

„თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი“, - ამის შესახებ ინფორმაციას ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ლატარიას განმარტებით, ნიკა გვარამია თემურ ჭყონიას დაპირდა, რომ ამ თანხას რეკლამაში გაუქვითავს:


„არის ასეთი ინფორმაცია, რომ თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას გადასცა 100 000 დოლარი. გვარამია ჭყონიას დაპირდა, რომ ამ თანხას გამოუქვითას რეკლამაში მომავალში, ასევე მას პირდებიან პრემიერ მინისტრის თანამდებობას კოალიციურ მთავრობაში. ჭყონიამ თავის მხრივ იცის, რომ ახალ არხზე რეკლამას არავინ მიიტანს და ეს თანხა „დააბანდა“ მომავალში პრემიერ მინისტრობის თანამდებობაში“, - წერს ირაკლი ლატარია.


 


ნიკა მელია: ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული

„ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული“, - „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გოცირიძე-ბოკერიას დაპირისპირებას ეხმაურება.

ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გავიდა

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით, დიდ ბრიტანეთში 600 000 ლარის ქართული პროდუქციის, კერძოდ: ღვინოს, თხილის და ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა.

ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩს - სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა.

სარეკლამო ახალი წელი ბათუმში

როცა ჩემს მეგობარს ვკითხე, რა არის Ad Black Sea, მან მოკლედ მიპასუხა: „ესაა სარეკლამო სფეროს წარმომადგენლების ახალი წელი, ჩახვალ და თავად ნახავ“!

ნუკრი ქანთარია მოსამართლეობის კანდიდატს: არ ვითხოვ სწორ პასუხებს,  გთხოვთ, კითხვებს გასცეთ გულწრფელი პასუხები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს  დეპუტატმა,  ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ რამდენიმე კითხვით მიმართა.

 
დეპუტატი მოსამართლეს: თქვენ რომ ყოფილიყავით ის, ვინც დეკემბერში პარლამენტში სია წარადგინა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მერაბ გაბინაშვილს კითხვებით მიმართა.

მოსამართლე ოთარ კახიძეს: არ ვაპირებ თქვენთვის ანგარიშის ჩაბარებას

იურიდიულ კომიტეტზე, სადაც მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს კითხვა-პასუხის რეჟიმში უსმენენ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მის  მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე ისაუბრა.

 
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სომეხ ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ბათუმში, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს.

POSTV, გური სულთანიშვილი: ნეორასიზმი, დასავლეთი, შიდა კოლონისტები და ირმა ინაშვილი 

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემა „გურიზმებში“ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრობს, რომლის პირველი პანელი საქართველოში დემოკრატიის მომავლის განხილვას დაეთმო.

პრემიერ-მინისტრმა  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

საქართველოს პრეზიდენტი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს მია ამორ მოტლის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა.

ზაზა გაბუნია ევროსაბჭოს კონგრესის გენმდივანს - მოხარული ვარ, რომ კვლავ გხედავთ თბილისში, როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს 70 წლის, ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი 2-3 დღეში ჩაერიცხებათ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხელფასი რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

ჩაჟაში, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო „ICOMOS საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ჩაჟაში შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის "დისტანციური ზონდირების გამოყენება ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის და მის საფუძველზე კრიზისის მართვა საქართველოში" შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

„ივანიშვილის „საჩუქარი“ ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრის შემდგომ.

ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის.