ქუთაისის აეროპროტიდან ბელგიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ცოტა ხნის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.

პირველი რეისის მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.


10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.


აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.


ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.


ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩს - სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა.

სარეკლამო ახალი წელი ბათუმში

როცა ჩემს მეგობარს ვკითხე, რა არის Ad Black Sea, მან მოკლედ მიპასუხა: „ესაა სარეკლამო სფეროს წარმომადგენლების ახალი წელი, ჩახვალ და თავად ნახავ“!

ნუკრი ქანთარია მოსამართლეობის კანდიდატს: არ ვითხოვ სწორ პასუხებს,  გთხოვთ, კითხვებს გასცეთ გულწრფელი პასუხები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს  დეპუტატმა,  ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ რამდენიმე კითხვით მიმართა.

 
დეპუტატი მოსამართლეს: თქვენ რომ ყოფილიყავით ის, ვინც დეკემბერში პარლამენტში სია წარადგინა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მერაბ გაბინაშვილს კითხვებით მიმართა.

მოსამართლე ოთარ კახიძეს: არ ვაპირებ თქვენთვის ანგარიშის ჩაბარებას

იურიდიულ კომიტეტზე, სადაც მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს კითხვა-პასუხის რეჟიმში უსმენენ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მის  მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე ისაუბრა.

 
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სომეხ ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ბათუმში, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს.

POSTV, გური სულთანიშვილი: ნეორასიზმი, დასავლეთი, შიდა კოლონისტები და ირმა ინაშვილი 

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემა „გურიზმებში“ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრობს, რომლის პირველი პანელი საქართველოში დემოკრატიის მომავლის განხილვას დაეთმო.

პრემიერ-მინისტრმა  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

საქართველოს პრეზიდენტი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს მია ამორ მოტლის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა.

ზაზა გაბუნია ევროსაბჭოს კონგრესის გენმდივანს - მოხარული ვარ, რომ კვლავ გხედავთ თბილისში, როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს 70 წლის, ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი 2-3 დღეში ჩაერიცხებათ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხელფასი რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

ჩაჟაში, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო „ICOMOS საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ჩაჟაში შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის "დისტანციური ზონდირების გამოყენება ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის და მის საფუძველზე კრიზისის მართვა საქართველოში" შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

„ივანიშვილის „საჩუქარი“ ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრის შემდგომ.

ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის.

კარლოს მოედაში: ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ ევროკომისარმა კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშმა განაცხადა.

სომხეთის ყოფილი შს მინისტრი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი უფროსი ჰაიკ ჰარუთუნიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 23 სექტემბერს ნახეს.