ჩეხეთის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის წვრთნის პროცესს დესწრნენ

11 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო განვითარების სააგენტოსა და საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის გენერალური საბაჟო დირექტორატისა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრში, დღეს დასრულდა 12-კვირიანი სასწავლო კურსი, რომელშიც სპეციალურად გაწვრთნილი 6 ძაღლი და 5 ქართველი კინოლოგი მონაწილეობდნენ.


მათ ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ეგიდით დამზადებული სერტიფიკატები გადაეცათ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი და დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის წვრთნის პროცესს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მონაწილეობს პროექტში „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CDA) ფინანსური მხარდაჭერით და ჩეხეთის საბაჟო უწყების მონაწილეობით მიმდინარეობს.
„საქართველოს საბაჟოს კინოლოგიის სამსახური 2013 წელს ჩამოყალიბდა. შექმნის დღიდან, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ პარტნიორებთან, რათა მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება, ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად ეფექტური და ქმედითი კინოლოგთა გუნდი. ჩეხეთის მთავრობის დახმარებით, შესაძლებელი გახდა ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც კინოლოგიის სამსახურის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
დღესვე, გაიმართა სპეციალური პრეზენტაცია, რომელზედაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე პროექტები და სამომავლო რეფორმების გეგმა გააცნეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება, თვალსაჩინო დადასტურებაა ორივე მხარის ურყევი ნებისა, მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა უფრო მდგრადი გავხადოთ საბაჟო სფეროში მიღწეული შედეგები. ჩეხეთის საბაჟო სამსახურთან ძალზედ პოზიტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა კი ამის საუკეთესო დასტურია“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.


ნუკრი ქანთარია მოსამართლეობის კანდიდატს: არ ვითხოვ სწორ პასუხებს,  გთხოვთ, კითხვებს გასცეთ გულწრფელი პასუხები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს  დეპუტატმა,  ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ რამდენიმე კითხვით მიმართა.

 
დეპუტატი მოსამართლეს: თქვენ რომ ყოფილიყავით ის, ვინც დეკემბერში პარლამენტში სია წარადგინა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მერაბ გაბინაშვილს კითხვებით მიმართა.

მოსამართლე ოთარ კახიძეს: არ ვაპირებ თქვენთვის ანგარიშის ჩაბარებას

იურიდიულ კომიტეტზე, სადაც მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს კითხვა-პასუხის რეჟიმში უსმენენ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მის  მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე ისაუბრა.

 
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა სომეხ ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ბათუმში, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი მიმდინარეობს.

POSTV, გური სულთანიშვილი: ნეორასიზმი, დასავლეთი, შიდა კოლონისტები და ირმა ინაშვილი 

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემა „გურიზმებში“ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრობს, რომლის პირველი პანელი საქართველოში დემოკრატიის მომავლის განხილვას დაეთმო.

პრემიერ-მინისტრმა  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

საქართველოს პრეზიდენტი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს მია ამორ მოტლის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა.

ზაზა გაბუნია ევროსაბჭოს კონგრესის გენმდივანს - მოხარული ვარ, რომ კვლავ გხედავთ თბილისში, როგორც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს 70 წლის, ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროფკავშირები: მეშახტეებს ხელფასი 2-3 დღეში ჩაერიცხებათ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ხელფასი რამდენიმე დღეში ჩაერიცხებათ.

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს  ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

ჩაჟაში, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო „ICOMOS საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ჩაჟაში შეძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის "დისტანციური ზონდირების გამოყენება ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის და მის საფუძველზე კრიზისის მართვა საქართველოში" შეხვედრა გაიმართა.

მიხეილ ჩხენკელი: ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს

„ივანიშვილის „საჩუქარი“ ერთ მილიარდ ევროს შეადგენს“, - განაცხადა განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრის შემდგომ.

ყაჩაღობაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის.

კარლოს მოედაში: ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეული პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონს შეცვლის

ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ ევროკომისარმა კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში, კარლოს მოედაშმა განაცხადა.

სომხეთის ყოფილი შს მინისტრი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა ყოფილი უფროსი ჰაიკ ჰარუთუნიანი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ, 23 სექტემბერს ნახეს.

ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა განახორციელა.

„დირსის“ ინვესტორმა ბაქოში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი გახსნა

ბაქოში უნიკალური, მასშტაბური და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „რენესანს პალასი“ (Renessans Palace) გაიხსნა.