ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ

დილიდან ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.


მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ეხლა ამბობენ როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა.


მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს - მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება.


"საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" და ,,სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა.


ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.


საქმე იმაშია, რომ შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებული იქნა, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 გვერდიანი კრიტიკული დასკვნა.


ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დაყენებული იქნა მოთხოვნა საექსპერტო ჯგუფის მთავრობის ეგიდით მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. შახტაში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სიციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რაიმე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით",- აცხადებენ კავშირის წევრები.


ვაშინგტონმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალ ტრამპმა განაცხადა.

გიორგი გახარია: ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შეთხვევაში კი, ორჯერ უსამართლო

„ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შეთხვევაში კი, ორჯერ უსამართლო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეულ ქველმოქმედების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გია აბაშიძე: ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია

„ტოტალური ნაცსექტის წევრად ყოფნა ან იქ მუდმივად წარუმატებელი გაწევრიანების მცდელობა საშინელი დიაგნოზია“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება

„ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ გაუხარდეს ქვეყნის წარმატება“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.

ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისასალმებელია, როდესაც საქართველო ბერა ივანიშვილის სახით მსოფლიო კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს

„ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისასალმებელია, როდესაც საქართველო ბერა ივანიშვილის სახით მსოფლიო კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.  

ქარელის საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე დააკავეს

ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. და ქარელის მერიის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს.

 

ლევან ნიკოლეიშვილი: კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ

„კი არ უნდა ვიქილიკოთ, არამედ მხარი უნდა დავუჭიროთ და ვიამაყოთ“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდის ამოცანაა, რაც შეიძლება, მეტი კომფორტი შეუქმნას ინვესტორებს საქართველოში ბიზნესის დასაწყებად

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ საინვესტიციო პანელში მონაწილეობა მიიღო.

გურამ ნიკოლაშვილი: ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხულ მილიონსაც მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები

„ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში გადარიცხულ მილიონსაც მყისიერად გამოუჩნდნენ მაკრიტიკებლები“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედზე“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი: ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია

„ოჯახის საკუთარი, პირადი კონტრიბუცია, მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში, მხოლოდ და მხოლოდ დასაფასებელი და მისასალმებელია“, - ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებული ეკოლოგიური კამპანიის #PovosDaFloresta ელჩი გახდა

ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია „იესეი“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს დაესწრება

24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

ბილ კიტინგი: საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით

„საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით“, - განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ადამ კინზინგერი: საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება

„საქართველომ საკუთარი შრომისა და სისხლის ფასად დაამტკიცა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი ნაკისრი ვალდებულება“, - განაცხადა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ადამ კინზინგერი: საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის

„საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის", - განაცხადა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან ადამ კინზინგერმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას. 

ირაკლი ბერაია : ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ

„ეს არის პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და წინდახედული ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული სიღრმისეული ანალიზი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ”, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა "SWOT ანალიზს", სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

ელიოტ ენგელი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული

„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც თავდაცვისკენაა მიმართული", - განაცხადა კონგრესმენმა ნიუ იორკის შტატიდან ელიოტ ენგელმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბილაინის პარტნიორობით ჩატარებული NASA Space Apps Challenge-ის გამარჯვებულები ცნობილია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი ბილაინი, წელს მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი ეტაპის მხარდამჭერი გახდა.

გია აბაშიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა

„ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივების მიერ დღეს გამართულ აქციას.

მაია ცქიტიშვილი: მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად

"ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის უცხო ნამდვილად არ არის ქველმოქმედება და რამდენადაც ვიცი, მთლიანობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ამ მიმართულებით დახარჯული საქართველოში. ქველმოქმედების სივრცე არ იზღუდება და ნამდვილად მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბატონი ბიძინას ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად".