აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, აღნიშნული ტაძარი იყო უმოქმედო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.
პირველი საღვთო ლიტურღია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ. საზეიმო წირვას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.
საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, ზ. პატარაძემ, წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.