ეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს მთავრობა ტურიზმის დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე "თიბისი კაპიტალის" მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკაში, აგრეთვე იმ ღონისძიებებზე, რომელთაც მიმართავს ხელისუფლება ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით.


მისი თქმით, 2018 წელს ტურიზმის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან შიდა პროდუქტში 7,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს 20 პროცენტს გაუტოლდა.


"ამავე დროს, ტურიზმის წილი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამასთან მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ გადადინებით ეფექტს სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე, რამდენადაც წარმოქმნის სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე დამატებითი მოთხოვნის შესაძლებლობას",- აღნიშნა მიქაბაძემ.


ეკატერინე მიქაბაძემ, ასევე გაამახვილა ყურადღება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციაზე. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოსაზიდად. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალური გახდა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიაფრენები შეჩერდა, რამაც შეამცირა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულის შედეგად ტურისტული შემოსავლები ივლისში 13,3 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 10,6 პროცენტით შემცირდა.


"ტურიზმის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. ის სხვადასხვა ინსტრუმენტებითა და აქტივობებით ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


მისი თქმით, ტურიზმის შემდგომი განვითარებისა და მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად ხორციელდება არაერთი აქტივობა, მათ შორისაა ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა ავიაბაზარზე და პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა, ტურიზმში მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის მხარდაჭერა და მისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.


მისალმებების შემდეგ, პრეზენტაციაზე გაიმართა პანელ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ, კომპანია "Silk Road Hospitality" - ის გენერალურმა დირექტორმა იორდ კუითიმ და თიბისი ბანკის კორპორატიული დირექტორის მოადგილე მერი ჩაჩანიძემ.


"თიბისი კაპიტალის"კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების განვითარება და ტურიზმში საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით გაანალიზებული და შეფასებულია საქართველოში ტურიზმის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.


საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი შეიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ყველაზე არაკორუმპირებული კაშკაშა ვარსკვლავი ევრაზიაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ახალგაზრდა ლიდერებს  შეხვდა.

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილე ათეულობით პირი დააკავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის დროს ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა.