რას წერს "ვაშინგტონ თაიმს" საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრზე?

"ვაშინგტონ თაიმსი" საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვრცელ სტატიას უძღვნის.

"ევროპასა და აზიაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება, ხოლო ამ თავსატეხის გაბნეული ფიგურები კავკასიაში იყრის თავს, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. აქ კი საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ქვეყანა წარმოადგენს მოვლენების ეპიცენტრს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ფსონზე უფრო მეტი დევს, ვიდრე ოდესმე.


ჩინეთის ამბიციური "სარტყელის და გზის" ინიციატივა მთელ ევრაზიას მოიცავს, ხოლო რეგრესის გზაზე მყოფი რუსეთი ცდილობს, მიუერთდეს ჩინეთის დინამიზმს და ამავე დროს, არ დათმოს ჰეგემონია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცენტრალური აზია რეფორმების გზით ადასტურებს თავის ეკონომიკურ პოტენციალს, ხოლო თურქეთი "ეთამაშება" ახალ ხედვებს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ "არაევროპულ" - ევროპის გარეშე მომავალში.


ჩინეთიც და რუსეთიც, ამერიკაც და ევროპაც - ყველა ეძებს სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და სტრატეგიული უპირატესობის მიღწევის გზებს. ყველა ეს ტრაექტორია კი თავს იყრის კავკასიაში, სადაც ყველა წამყვანი მოთამაშე ცდილობს, დაიკავოს პოლიტიკური გავლენის და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებისთვის ხელსაყრელი პოზიცია, სადაც ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძები ერთმანეთს კვეთს. მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს პოზიციებს სპარსეთის ყურესა და ავღანეთში, ყოფილი საბჭოთა რეგიონები, მათ შორის კავკასია და ცენტრალური აზია, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.


ვაშინგტონის ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან დღესაც გართულებულია, 1988 წელს დაწყებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. მეორეს მხრივ, პროდასავლური საქართველო, ისრაელთან ერთად, წარმოადგენს ამერიკის ყველაზე ერთგულ და სანდო მეგობარს და მოკავშირეს ფართო რეგიონში.
კავკასიაში მდებარე საქართველო წარმოადგენს სახმელეთო ხიდს ევროპასა და აზიას, შავ და კასპიის ზღვებს შორის. ათასწლეულების განმავლობაში ქვეყანამ გადაიტანა სპარსელების, ოსმალების, რუსებისა და მონღოლების შემოსევები, და ყოველ ჯერზე ქართველები იგერიებდნენ მჩაგვრელებს.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო კიდევ ერთხელ აღდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამდგრად, ფეთქებად გარემოში. საქართველოს სათავეში უდგას სტაბილური და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების განსამტკიცებლად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გზაზე სვლა შესაბამის უნარებს და სიზუსტეს მოითხოვს.


11 სექტემბრის მოვლენებზე ამერიკის პასუხის და ერაყში საომარი მოქმედებების მხარდაჭერის მიზნით საქართველომ ავღანეთსა და ერაყში 3500 მებრძოლი გააგზავნა. 2008 წელს კი რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიკავა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.


სწორედ ამაზე მიუთითებდა გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნისას: "საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20% არის ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20% არის ოკუპირებული - ამაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი". ბატონმა გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.


ახალ თანამდებობაზე ბატონი გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია ლუფტჰანზაში, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით. მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას.


პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას ბატონმა გახარიამ თავის კომენტარებში, ასევე მოუწოდა არსებული ფორმატების "ჭკვიანურად და რაციონალურად" გამოყენებისკენ რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში. ბატონი გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღვოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინსტიტუტები.


ბატონ გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ.


1400-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა დიდი ლიდერები, რომლებმაც ერთ მუშტად კრავდნენ ქვეყანას და კრიტიკულ მომენტში ამარცხებდნენ მტერს. იმავე დროის განმავლობაში საქართველოს გადატანილი აქვს შიდა დაპირისპირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. დღესაც შიდა ბრძოლა დომინირებს ქართულ პოლიტიკაში და ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.


ბატონ გახარიას რთული გზა ელის წინ. მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ამისთვის მას თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სჭირდება",- ნათქვამია სტატიაში, რომელსაც "ვაშინგტონ თაიმსი" აქვეყნებს.


https://www.washingtontimes.com/news/2019/oct/7/georgia-is-key-for-latest-geopolitical-strategies-/


პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი შეიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.