"მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" მორიგი გამოკვლევა გამოქვეყნდა

2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსი მიმართულებით აფასებს მმართველობის ხარისხს.

აღიშნული შეფასებით, საქართველო გამოკვეთილია ლიდერია რეგიონში და 6-დან 4 მაჩვენებელში აღემატება ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. მათ შორის, ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა რეგულირების ხარისხი და კორუფციის კონტროლი, საქართველოს მაჩვენებელი შეესაბამება ევროკავშირის მაჩვენებელს, ხოლო კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების დონეზეა.


"მმართველობის ეფექტურობის" შეფასებისას, მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 7 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას , მათ შორის 5 კვალიფიციურ ექსპერტიზას. რომელთა შორის აღსანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც საქართველო კონკრეტულად “სახელმწიფო ბიუროკრატიის”   მიმართულებით შეაფასა : 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ზედმეტი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.


უწყების ინფორმაციით, საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ  შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 15-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა.


საქართველო ბიუროკრატიის ეფექტიანობით უსწრებს ევროკავშირის ისეთ წარმატებულ 13 ქვეყნას, როგორიცაა: ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთი,  სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი.


ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია,  და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით 62.5 პროცენტის დონეზე იყო დაფიქსირებული რეიტინგში რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა.


"მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" ფარგლებში Economist Intelligence Unit-მა  საქართველო "კორუფციის კონტროლის" მიმართულებითაც შეაფასა, კერძოდ მისი ექსპერტიზა  და საერთაშორისო რეიტინგი მიეძღვნა საჯარო სექტორს -  "საჯარო სექტორის თავისუფლება კორუფციისაგან",  სადაც საქართველომ თავისი  ისტორიულ მაქსიმუმი ამჯერადაც გაიმეორა და ზედიზედ მეორედ შეფასების 100%-ანი შკალიდან 75%-ი აიღო. რაც 3-ჯერ აღემატება 2007-2013 წლების შეფასებას და 25 პროცენტული პუნქტით უსწრებს მომდევნო წლების  მაჩვენებელს.


Economist Intelligence Unit-მა  საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე ადგილზე გაიყვანა, ევროპაში კი 10-ე პოზიციაზე.


საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით უსწრებს მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, პორტუგალია,  ლატვია, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი.


ამასთან, საქართველო რეიტინგში უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, დანია, საფრანგეთი, ისლანდია,  ავსტრია, ბელგია, ირლანდია, ნიდერლანდები, სლოვაკეტი, სლოვენია,  მალტა და ა.შ.


გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.


 

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო,ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი შეიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ყველაზე არაკორუმპირებული კაშკაშა ვარსკვლავი ევრაზიაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ახალგაზრდა ლიდერებს  შეხვდა.

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.